Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

.         დღეს  ჩვენი  ტრენინგის  ბოლო  დღეა. ეს დღე ტრადიციულად  დავიწყეთ  გამეორებით.  დავათვალიერეთ პროექტის  პორტფოლიო,  შეცდომები  გავასწორეთ, მოვაწყეთ  პროექტების  პრეზენტაცია,  გავუზიარეთ  ერთმანეთს  შთაბეჭდილებები. ყველა  პროექტი  გამორჩეული  და საინტერესო  იყო.  გამოვყოფდი  პროექტებს  "ახალი  წელი  სხვადასხვა  ქვეყანაში",  "ჩვენ  გვიყვარს  დედამიწა", "ელექტროენერგიის  დაზოგვა"  და  სხვა.  ვიმუშავეთ  ბლოგში  და  ერთმანეთს  გავუგზავნეთ  კომენტარები.                 ეს  ტრენინგი ჩემთვის  ძალიან საინტერესო  და  ნაყოფიერი  იყო  იმ  მხრივ, რომ  თეორიულად    პროექტებზე  მუშაობა და პრაქტიკულად  ბლოგში  მუშაობა  ვისწავლე.  ვეცდები  ტრენინგზე  მიღებული  ცოდნა  გამოვიყენო  სკოლაში  პროექტების  განხორციელებისას.  დიდი  მადლობა  ქალბატონ  ქეთის  საინტერესო  ტრენინგისთვის!

Sunday, October 1, 2017

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს გავიმეორეთ წინა მასალა, შემდეგ მოვამზადეთ ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ პორტფოლიოს, გადავარქვით სახელები ჩვენს საქაღალდეში არსებულ  ფაილებს.                                                                                                                                                           დღეს ვისწავლე  მნიშვნელოვანი რამ - საქაღალდის ატვირთვა დრაივში, მისამართის  მინიჭება საქაღალდეზე,  მისამართის  გადატანა  ბლოგზე,  ე.ი. ვისწავლე პროექტის  საქაღალდის  ატვირთვა ბლოგზე, რომელიც  ძალიან  გამომაგება. დიდი  მადლობა ქალბატონო  ქეთი!