ტრენინგის მე-7 დღე დღევანდელი დღე ტრადიციულად დავიწყეთ გამეორებით. ვიმუშავეთ მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული დავალების შედგენაზე. გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. დაწვრილებით აღვწერეთ პროექტის მსვლელობა. ყოველი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია. ქ-ნი ქეთი მოთმინებით გვიხსნის ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, დიდი მადლობა მას ამისთვის.
Saturday, September 30, 2017
Sunday, September 24, 2017
ტრენინგის მე-6 დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა. გავლილი მასალის გამეორების შემდეგ ვისწავლეთ როგორ უნდა გააკეთოს მოსწავლემ პრეზენტაცია. გადავხედეთ პროექტების გეგმებს სხვადასხვა საგანში, ამოვარჩიეთ ჩვენთვის საინტერესო შეფასების რუბრიკები. ჩემთვის ნაყოფიერი იყო პროექტის პრეზენტაციის ეტაპების განხილვა. დღეს შესწავლილი მასალა ძალიან გამომადგება მუშაობაში.
Saturday, September 23, 2017
ტრენინგის მე-5 დღე
დღეს გავიმეორეთ გავლილი მასალა. ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია, აგრეთვე საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის ატვირთვა. ტრენინგის მსვლელობა იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. მე მიხარია რომ ვისწავლე ჩემი და მოსწავლის ბლოგის და გაჯეტის შექმნა.დიდი მადლობა ქ-ნ ქეთის!
Sunday, September 17, 2017
ტრენინგის მე-3 დღე
ტრენინგის მე-3 დღესს გავიმეორეთ წინა დღის მასალა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, პირველ რიგში დავადგინეთ სტანდარტი, შემდეგ სტანდარტიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან განვსაზღვრეთ მიზანი და შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
Sunday, September 10, 2017
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების-პროექტების მიმოხილვით.მე მქონდა რამდენიმე პროექტის სათაური და მუშაობის პროცესში ავირჩიე ერთი.აღმოჩნდა,რომ წინა დღეს ნასწავლი მასალა ასე თუ ისე ვიცოდი და word-ს ინსტრუმენტების გამეორების შემდეგ დავამზადე ბუკლეტი.ძალიან მიხარია, რადგან აქამდე ეს არ გამიკეთებია.ვისწავლე აგრეთვე დაზიმპვა. მადლობა ქ-ნ ქეთევანს ძალიან მეხმარება.
Saturday, September 9, 2017
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ქალბატონმა ქეთევანმა დეტალურად აგვიხსნა ტრენინგის მიზნები,გავეცანით გზამკვლევს,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე და ბლოგი. იმედი მაქვს,რომ შეძენილ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ როგორც პროექტების შექმნის პროცესში, ასევე გაკვეთილების დაგეგმვის დროს. სამუშაო ატმოსფერო იყო ძალიან თბილი, ვერც გავიგე დრო როგორ გავიდა,რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევანს.
Subscribe to:
Posts (Atom)