. დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა. ეს დღე ტრადიციულად დავიწყეთ გამეორებით. დავათვალიერეთ პროექტის პორტფოლიო, შეცდომები გავასწორეთ, მოვაწყეთ პროექტების პრეზენტაცია, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ყველა პროექტი გამორჩეული და საინტერესო იყო. გამოვყოფდი პროექტებს "ახალი წელი სხვადასხვა ქვეყანაში", "ჩვენ გვიყვარს დედამიწა", "ელექტროენერგიის დაზოგვა" და სხვა. ვიმუშავეთ ბლოგში და ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები. ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო იმ მხრივ, რომ თეორიულად პროექტებზე მუშაობა და პრაქტიკულად ბლოგში მუშაობა ვისწავლე. ვეცდები ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოვიყენო სკოლაში პროექტების განხორციელებისას. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო ტრენინგისთვის!
ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, October 7, 2017
Sunday, October 1, 2017
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს გავიმეორეთ წინა მასალა, შემდეგ მოვამზადეთ ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ პორტფოლიოს, გადავარქვით სახელები ჩვენს საქაღალდეში არსებულ ფაილებს. დღეს ვისწავლე მნიშვნელოვანი რამ - საქაღალდის ატვირთვა დრაივში, მისამართის მინიჭება საქაღალდეზე, მისამართის გადატანა ბლოგზე, ე.ი. ვისწავლე პროექტის საქაღალდის ატვირთვა ბლოგზე, რომელიც ძალიან გამომაგება. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი!
Saturday, September 30, 2017
ტრენინგის მე-7 დღე დღევანდელი დღე ტრადიციულად დავიწყეთ გამეორებით. ვიმუშავეთ მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული დავალების შედგენაზე. გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. დაწვრილებით აღვწერეთ პროექტის მსვლელობა. ყოველი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია. ქ-ნი ქეთი მოთმინებით გვიხსნის ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, დიდი მადლობა მას ამისთვის.
Sunday, September 24, 2017
ტრენინგის მე-6 დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა. გავლილი მასალის გამეორების შემდეგ ვისწავლეთ როგორ უნდა გააკეთოს მოსწავლემ პრეზენტაცია. გადავხედეთ პროექტების გეგმებს სხვადასხვა საგანში, ამოვარჩიეთ ჩვენთვის საინტერესო შეფასების რუბრიკები. ჩემთვის ნაყოფიერი იყო პროექტის პრეზენტაციის ეტაპების განხილვა. დღეს შესწავლილი მასალა ძალიან გამომადგება მუშაობაში.
Saturday, September 23, 2017
ტრენინგის მე-5 დღე
დღეს გავიმეორეთ გავლილი მასალა. ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია, აგრეთვე საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის ატვირთვა. ტრენინგის მსვლელობა იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. მე მიხარია რომ ვისწავლე ჩემი და მოსწავლის ბლოგის და გაჯეტის შექმნა.დიდი მადლობა ქ-ნ ქეთის!
Sunday, September 17, 2017
ტრენინგის მე-3 დღე
ტრენინგის მე-3 დღესს გავიმეორეთ წინა დღის მასალა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, პირველ რიგში დავადგინეთ სტანდარტი, შემდეგ სტანდარტიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან განვსაზღვრეთ მიზანი და შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
Sunday, September 10, 2017
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების-პროექტების მიმოხილვით.მე მქონდა რამდენიმე პროექტის სათაური და მუშაობის პროცესში ავირჩიე ერთი.აღმოჩნდა,რომ წინა დღეს ნასწავლი მასალა ასე თუ ისე ვიცოდი და word-ს ინსტრუმენტების გამეორების შემდეგ დავამზადე ბუკლეტი.ძალიან მიხარია, რადგან აქამდე ეს არ გამიკეთებია.ვისწავლე აგრეთვე დაზიმპვა. მადლობა ქ-ნ ქეთევანს ძალიან მეხმარება.
Subscribe to:
Posts (Atom)